ვაკანსია ,კომპიუტერული ქსელი და სისტემები" პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე
შპს ქართულ - ამერიკული სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,კომპიუტერული ქსელი და სისტემები" პროფ...
ვახტანგ შამილაძის ქ.#30
ორშ-პარ: 10:00 - 18:00
შპს ქართულ - ამერიკული სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ვებ. ტექნოლოგიები" პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე, ბათუმში
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
სამუშაო ადგილი : ქ. ბათუმი, შამილაძის ქ. №30
სახელფასო ანაზღაურება - 1 აკადემიური საათი 18 ლარი (ხელზე ასაღები)
საკვალიფიკაციო მოთხოვნა - კონკურსანტმა უნდა იცოდეს: მარკირება, სტილებით გაფორმება (html css) ან/და JavaScript ან/და Angular ან/და Bootstrap ან/და CMS (wordpress) ან/და რასტრული გამოსახულების დამუშავება ( photoshopi) ან/და ვექტორული გამოსახულების დამუშავება (Adobe Illustrator)
აღნიშნული შესაძლებელია დასტურდებოდეს განათლების დამადასტურებელი დიპლომით, სერტიფიკატით (მათ შორის, არაფორმალური განათლების) ან/და ცნობით სამუშაო გამოცდილების თაობაზე.
პროფესიული განათლების მასწავლებლის მოვალეობაა პროფესიულ სტუდენტს გამოუმუშაოს ქვემოთ ჩამოთვლილი უნარებიდან მინიმუმ ერთი უნარი:
ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოვალეობაა - მონაწილეობა მიიღოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ვებ. ტექნოლოგიები შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში; განახორციელოს პროფესიულ სტუდენტთა სწავლება და შეფასება, შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კონკურსანტს მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება შესაბამისი მოდულები, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება.
კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ვებ. ტექნოლოგიები" განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ.
ვაკანტურ პოზიციაზე არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება ( პირს აღნიშნული ცნობა მოეთხოვება კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში).
შესარჩევი კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
I ეტაპი - კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა
II ეტაპი - გასაუბრება
განაცხადის შემოტანის პროცესი:
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა: 2023 წლის 20 სექტემბერი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge
საკონტაქტო ინფორმაცია - 577 177 920
შპს ქართულ - ამერიკული სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,კომპიუტერული ქსელი და სისტემები" პროფ...
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის და ინგლისურენოვანი ბიოლოგიის ( I-VI კლასების ) მას...