2024-04-26
კონფერენცია პროგრესში
სკოლა “მზეკაბანის” მოსწავლეები და მასწავლებლები სტუმრობდნენ პროგრესს.
მე-11 კლასის მოსწავლეები კლასიკური ფილოლოგიის, ისტორიისა და ბიზანტიური ცივილიზაციის შესახებ მომზადებული პრეზენტაციებით წასდგნენ აუდიტორიის წინაშე.
ერთობლივ კონფერენციაზე სტუმრებმა ლიტერატურულ-ქორეოგრაფიული კომპოზიციაც შეასრულეს. ღონისძიების ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
კონფერენცია სახელწოდებით “კლასიკური ფილოლოგიისა და ისტორიის, ბიზანტიის ცივილიზაციის კვალდაკვალ” ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.