2024-04-24
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა პროგრესის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა პროგრესის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი კულტურული მრავალფეროვნების შესახებ მომზადებული პრეზენტაციებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. მათ გამოსვლას ჟიური აფასებდა.
საუკეთესო თემის ავტორებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
კონფერენციაში ქუთაისისა და ბათუმის პროგრესის სკოლების 45 მოსწავლე მონაწილეობდა.
კონფერენცია სახელწოდებით “კულტურული მრავალფეროვნება” დაწყებითი განათლების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.