2024-03-24
EdCamp Georgia პროგრესში
ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა პროგრესმა პედაგოგთა მასშტაბურ ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებას 250 პედაგოგი დაესწრო.
საპანელო დისკუსიაში ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდა პროგრესის სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, ნინა ჩიკვაშვილი.
პროგრესის ქუთაისისა და ბათუმის სკოლების აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კილაძე კი აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა.
კონფერენცია სახელწოდებით „მასწავლებელი - ინოვაციური სწავლების გზამკვლევი“, “პროფესიული სწავლების დანერგვა სკოლაში” EdCamp Georgia - ს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა.